გა–მა–რ–ჯო–ბა!!! როგორ ხარ მკითხველო? მადლობა მეც კარგად! : ) მკითხველო იცი, რომ ვიცი, რომ არ ხარ ხშირი სტუმარი ამ ობიან და ობობოსქსელიან ვებ გვერდზე : ) ისიცი იცი, რომ კარგად ვიცი, რომ შენ იცი, რომ აქ არაფერი მნიშვნელოვანი და საინტერესო არ იწერება არასდროს, მაგრამ ახლა მომივიდა უგენიალურესი იდეა ერთი ფრიად საინტერესო პროექტის ჩამოყალიბებისა (ანუ ბლოგის), მაგრამ ისევ და ისევ უნდა გავიმართლო თავი, მკითხველო არ გამომივა ამ გენიალური იდეის განხორციელება, იმიტომ რომ სულ რაღაც 20 (მიახლოებით დღეში) დაგტოვებთ მე თქვენ და თქვენ მე ანუ მე შენ და შენ მე… მე მწყინს, მე ძულს, მე მომენატრები, მე გაგიხსენებ, მე მიყვარხარ(თ), მაგრამ სხვა გამოსავალი არაა და არც სხვა გზა არაა : ) მივემგზავრები ჩემს და უნებურად в места не так уж отдалённые-ში და გემშვიდობები ჩემო არც თუ ისე ხშირო და აქტიურო მკითხველო! : )
შემიძლია იქიდან დაბრუნებულმა დაგპირდე ბევრი სასაცალი, სევდიანი ანდაც მოსაწყენი ამბის ჩამოტანა და აქ მოთხრობა, მაგრამ ვიცი იქედან, რომ დავბრუნდები აქ დაწერის სურვილი ისევე გაქარწყლდება როგორც რიჟრაჟზე დანახული გედის შავი ფრთები… : )))
ერთს გეტყვი საბოლოოდ : ) არ ვიცი შენ თუ მოგენატრები, მაგაზე მარჩიელობას არ დავიწყებ, მაგრამ მერწმუნე შენ მომენატრები მე… უკვე მენატრები როდესაც ვფიქრდები თუ რა გზა მაქ გასავლევლი, მაგრამ იცოდე მე თუ დავეცემი ამ გზაზე ავდგები დავიფერთხავ დასვრილ პერანგსა და შარვალს და განვაგრძობ მაგ გზას და შენც მაგას გისურვებ ჩემო კარგო და ყოვლად ლამაზო მკითხველო… ადამიანი ეცემა, მაგრამ მთავარია სულით არ დავეცეთ არც შენ და არც მე : )
Love ya and hope to see ya in next year



dimi4, daje plakat ne budu. klianus!:)
love and light!
love and light my friend!!!
დიმიჩ, უტაქტო კითხვაა, ვიცი, მარა საით?
в места не так уж отдалённые