ესეიგი გადავწყვიტე თავი დავანებო დალევას, კი ნამდვილად ბევრს იმათთგან ვინც მიცნობთ გაგეცინებათ ან გაგეღიმებათ და იფიქრებთ “ტრუხას” ბაზრობსო. ანდაც ვინც არ მიცნობთ, სულაც საკუთარ თავზე გაგეცინებათ “ოჰ რამდენჯერ მითქვამს ეგ სიტყვებიო” ეს ყველაფერი გასაგებია, მეც მაქ მაგის გამოცდილება, მაგრამ აქ ყველაფერი სხვანაირად არის და კერძოდ კი: აი წარმოუდგენლად ადრეულ ასაკში დავიწყე ალკოჰოლის მიღება. 11 წლის ასაკში (ახლა რომ ვუყურებ 11 წლის ბავშვებს ვხვდები თუ რა საშინელებაა, ჩემმა შვილა მასეთ ასაკში, რომ დალიოს ალბათ კისერს მოვუღიცავ). 11 წლის ვიყავი არაყი, რომ დავლიე, 14–სას ლუდის სმა დავიწყე სიგარეტის მოწევასთან ერთად და ამ 14 წლის განმავლობაში სულ რაღაც 3ად–სამჯერ გავაკეთე სერიოზული (ჩემი გადმოსახედიდან) პაუზა ჩემ “ალკოჰოლურ კარიერაში”.
- როდესაც გულზე და ფილტვზე ოპერაციის შემდეგ ამიკრძალეს 6 თვით ალკოჰოლის დალევა და 1 წლით სიგარეტის მოწევა, გავძელი 3 თვე.
- როდესაც ყბა მქონდა მოტეხილი და ერთი თვე არ უნდა დამელია, თუმცა აქაც 3 კვირაზე მეტი არ შევჩერებულვარ.
- როდესაც 1 თვის მანძილზე აი არანაირი ფიზიკური საშუალება არ მქონდა დამელია (არ დავკონკრეტდები რატომ).
და რა მომიტანა ამ წლების მანძილზე სასმელის ასეოდენ დიდ ზომებსი მიღებამ? არაფერი კარგი! სერთოდ არაფერი, რაც კი რამე ცუდი შემხვევია ცხოვრებაში შემიძლია თამამად ვთქვა და ვაღიარო იყო ან ალკოჰოლის ზემოქმედებს ან ზეგავლეის გამო. ტყუილად არ არის ნათქვამი ერთ–ერთი ყველაზე მავნე ნივთიერებაა, რომელიც ყველა ქვეყნების და ერების კანონმდებლობით არის დაშვებული და მაგალითად ევროპულ და გნვითარებულ ქვეყნებში რომ არ ყიდიან ალკოჰოლს 21 თუ 24 წლის ასაკზე ნაკლები ბირებზე ძალიან სწორესაც აკეთებენ.
ვერ ვიტყვი რომ ე.წ. “ლოთი” ვარ ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით, დამოკიდებულება რათქმაუნდა მაქ ანუ სურვილი მაქ რომ დავლიო (ნუ მაგიტომაც ვსვავ) მაგრამ აი ცუდად გავხვდე იმის გამო რომ არ ვსვავ, რავი ეგეი არ მახსოვს ნამდვილად. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ვიხსენებ ჩემ დანაპირებებს საკუთარი თავის მიმართ, რომ აი ამდენი და ამდენი ხანი არ დავლევ, არასდროს 2 კვირაზე მეტი არ გამიქაჩია. გაიჩითა პონტი ეგრევე სმა ტყდება. ხო და აი ზუსტად ამ ყველაფერმა და არა იმან, რომ რამე მაწიხებდეს ორგანულად, გადამაწყვეტინა უარი მეთქვა ალკოჰოლის მიღებაზე, მინიმუმ 2010 წლის 31 დეკემბრამდე. 5–ე დღეა რაც არ ვსვავ და რომ არ დავლიო 31 დეკემბრამდე გამოვა 29 დღე ზუსტად, რაც საკუთარი ნებით ალკოჰოლზე უარის ვთქვი, რაც სრული რეკორდი იქნება ჩემთვის : )))
ასევე ვაპირებ 31 დეკემბრის შემდეგაც თავის შეკავებას და მხოლოდ და მხოლოდ იშვიათ და კაი ვარიანტებში ე.წ. “კაი პონტებში” დალევას.
ასე რომ დაე იყოს სიფხიზლე და უპახმელიობა!!!


