11.04.09

უცნაური სიზმარი

Posted in Psyche ზე 13:22 ავტორი soulmanifest

tye სიზმარი ალბათ, რომელზეც ლამაზი არასდროს არ დამსიზმრებია. არა და უამრავი “ლამაზი” სიზმარი მინახავს, ლამაზი თავისი შინაარსით. მაგალითად ის, რომელიც მთელი ბავშვობა მესიზმრებოდა: მესიზმრებოდა, რომ გადავდივარ ხიდზე, რომელიც ბოლოს იმოდენ წვრილდებოდა, რომ ჭიანჭველაც ვერ გაივლიდა, ქვემოთ კი (რუსულად კარგად ჟღერს) Бурная река течёт.

აქ თითქოს ლამაზი არაფერია, მაგრამ ეს სიზმარი იმდენი ხანი მესიზმრებოდა, რომ არ შეიძლება ლამაზი არ იყოს ჩემ მეხსიერებაში : )) მესიზმრებოდა იქმადე სანამ არ მოვუყევი “შინაარსი” ერთ ადამიანს და ჰოი საოცრებავ! : ))))) იმავე ღამეს მესიზმრა, რომ გადავედი მაგ ხიდზე და მივედი მართლაც, რომ ულამაზეს ადგილას:

წარმოიდგინეთ შემოდგომის ტყე, უფრო “როშა”, ნიადაგი მოფენილი ფოთლებით, მაგრამ ამავე დროს მუქი მწვანე ფერებით აყვავებული ნაირ–ნაირი ხეების ფოთლები და მდელო, რომლის შუაში ქათქათა თეთრი მარამარილოსგან ნაშენები ოვალური შენობაა, რაღაც ანტიკურ სტილში.

ამის მერე ეგ სიზმარი არ დამსიზმრებია. აღარც მახსოვს როდის იყო ეგ, მაგრამ ამდენი წლის მანძილზე ისეთი ლამაზი სიზმარი არ მინახავს, რომელიც ცოტაოდენ ხნის წინ მესიზმრა:

მესიზმრება, რომ ვარ უზარმაზარ სახლში (ქალაქგარეთ სახლია ე.წ. “ვილა”) ყველა ოთახს ავსებს თვალის მომჭრელი შუქი და ყველა ოთახში იმყოფებიან ადამიანები, მაგრამ მე ეგ ხალხი არ მაინტერესებს იმიტომ, რომ ვეძებ იმას ვინც მიყვარს : ) ვეძებ, ვეძებ, ვეძებ და ვპოულობ (აი აქ კი ნამდვილად სილამაზე იწყება) ვპოულობ და ვეუბნები:

– წავედით ფართიზე. გვაგვიანდება! (აქ იგუისხმება ტყე, მუსიკა და ყოვლის მომცველი სიყვარული : )) )

კადრი გადადის; მივდივარ ტყეში ბუნებრივარ წარმოქმნილ გზაზე, ჩემთან ერთად მოდის ჩემი სიყვარული და კიდევ ბევრი ამოუცნობი მოსიარულე ობიექტი. ტყდეც და გზაც ისევე არის შემოდგომის, ნიადაგი მოფენილია უფერულ–ყავისფერი ფოლებით. მივდივართ ამ ულამაზეს გზაზე და ვხედავთ, რომ გზის ორივე მხარეს არის გაშლილი კარვები, ხალხი ზის ცეცხლის გარშემო, უკრავენ გიტარაზე, მღერიან, იცინიან, ყვებიან სხვადასხვა ისტორიებს ან თუნდაც კარვებში მრავლდებიან : ) და ეს ყველაფერი არის ლამაზი, ეს ასე უნდა იყოს! ტრიალებს აზრი ჩემ ტვინში.

ვაგრძელებთ სვლას ამ ბედნიერებით მორთულ გზაზე და უცებ გადადის კადრი და დგება ღამე : O “ბდნიერების გზის” გაყოლებაზე ალაგალაგ ინთება კოცონები, რომლებიც ჩვენ გზას გვინათებს.  (კი ჩემი სიყვარული ისევ ჩემთანაა : ) ) ეს ცეცხლები გზას გვინათებს არა როგორც ცეცხლი არამედ როგორც დედამიწიდან ამოსული მზის სხივები. ვაგრძელებ სვლას და უეცრად ვაფიქსირებ, რომ ფეხთან ზღარბმა ჩამირბინა. არ ვიმჩნევ და ვფიქრობ “ტყეა! რათქმაუნდა აქ ზღაბი არ უნდა იყოს გასაკვირი” მაგრამ ამავე მომენტში ვაფიქსირებ, რომ გზის გასწვრივ სიბნელეში მდგარ საუკუნოვანი ხეებიდან გამოდიან ათობით და ასობით ცხოველები; ზღარბები, თხუნელები, მელიები და ა.შ. გამოდიან და მიისწრაფიან ამ დედამიწიდან ამოსული მზის სხივებისაკენ. უკვე იმდენი არიან, რომ ნიადაგი არ ჩანს მთელი გზა ნაირ–ნაირი ცხოველებითაა მოფენილი, მაგრამ სიარულში ხელს არ გვიშლიან და ეს ესეა და ესე უნდა იყოს! მიტრიალებს ტვინში აზრი.

ვაგრძელებთ სვლას, გათენდა! ისევ ამ ტყის ბუნებრივად წარმოშობილ გზის ჩაყოლებაზე უამრავი ხალხია, კარვებით ცეცხლის გარშემო და უკვე ბავშვებით : ) უეცრად ვიხედები წინ და ვხედავ, რომ ეს გზა ადის მთაში მთის წვერზე კი არის დანიშნულების ადგილი საიდანაც უკვე გვესმის მუსიკის “ჰანგები”. ვხვდები, რომ უკვე თითქმის მივედით და ამ მომენტში მეღვიძება : |

იმდენად ლამაზი სიზმარი იყო, რომდენადაც ვერ გადმოვეცი სიტყვებით. ლამაზი იყო ვიზუალურად და შეგრძნებებით, რომლებიც ახლაც კი მეუფლება მისი გახსენებისას : )

აი ესეთი ლამაზი სიზმარი მესიზმრა, შეიძლება რომელიმე თქვენთაგანი ამაზე გაცილებით ლამაზ სიზმრებს ხედავს ყოველდღე და ეგ არის კარგი! სიზმარში მაინც ავივსოთ პოზიტიური ენერგიით და ბედნიერებით : )

09.30.09

Conversation

Posted in Philosophy of Incognitus ზე 05:29 ავტორი soulmanifest

Conversationარც კი ვიცი როგორ გადმოვცე და როგორ გამოვსახო ის უღრმესი აზრი ამჟამად ჩემთვის არსებული, რომელიც ინახება ამ სიტყვაში Conversation : )))) ურთიერთობა? არა! უფრო ამჟამად განვიცდი სურვლის ურთიერთობისას, მაგრამ რა ურთიერთობის? ურთიერთობის, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ ვერბალური ფარგლებით! კითხე? გიპასუხა! გკითხეს? უპასუხე!

პლატონს და მის ნაწარმოების მთავარ გმირს სოკრატეს ენაცვალოს ჩემი სული გული და კუჭნაწლავი! : )))) უმაგრესი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილოსოფიური ნამუშევარი დევს მხოლოდ და მხოლოდ ერთ სიტყვაში რაც არის:  Conversation!!!

ამ სიტყვას აქ თავისი ბანალური თარგმანი ინგლისურიდან ქართულზე, მაგრამ ამ მომენტში ჩემს შესაძლებლობებს მიღმაა იმის ახსნა თუ რაოდენ დიდი აზრია ჩაქსოვილი ამ ერთ პატარა უცხოურ სიტყვაში. ერთადერთი შემიძლია “ირიბად” გადმოგცეთ თუ რას ვხედავ/ვგრძნობ ამ სიტყვაში ამ მომნტში მე:

სურვილს იმისა, რომ ვინმე მომკვდავმა შენ გისმინოს, შენ მას უსმინო. გაუგოთ ერთმანეთს ან გინდ ვერ გაუგოთ. სურვილი იმისა, რომ გქონდეს ურთიერთობა არა ამ მკვდარ და უსულო არსებასთან რაც არის ჩემი კომპიუტერი. სურვილი იმისა, რომ გრძნობდე მისი აზრის განვითარების ლოგიკურ დასასრულს ან თუმდაც განვითარებას. სურვილი იმისა, რომ გრძნობდე, გრძნობდე მას, ვინც სუნთქავს, ფიქრობს, აზროვნებს და შენ პასუხს გცემს არა მათემატიკურ კოდს როგორიცაა 010101101010 არამედ პასუხს, რომელიცაა ადამიანური : ))) “კი გეთანხმები!” ან “არა არ გეთანხმები!” და ა.შ და ა.შ

წარმოიდგინეთ თუ რაოდენ საჭირო და მნიშვნელოვანია ყოველივე ჩვენთაგანისთვის ეს ვითომ და არაფრის მომცემი Conversation!!! ამის გარეშე ადამიანი იქნებოდა ამება! ამის გარეშე ადამიანს ვერ გამოიგონებდა ცეცხლს, ამის გარეშე ადამიანი ვერ გამოიგონებდა ბორბალს და ამის გარეშე ტერორისტები ვერ ააფეთქებდნენ თვინს თაუერებს (ვიცი ვიცი მაგარი ანალოგიაა)

ვიცი ზოგი ადამიანისთვის Conversation-ი არის უბრალოდ ჰაერის და შინაგანი ძალის უაზროდ ფლანგვა, მაგრამ ეგ ადამიანები ადამიანები არიან? ყველა არამიანი, რომ “აცკეტი” იყოს, იქნებოდა სოციუმი? არა! იქნებოდა ცივილიზაცია? არა! იქნებოდა პროგრესი და განვითარება? არა! და რა გვაძლევს ამ ყველაფერს? ზუსტად, რომ ეს მარტივი და ამავე დროს უნიკალური რამ რაც არის Conversation.

ცხოველებს შეუძლიათ და აწარმოებენ კიდეც ერთგავრ Conversation-ს, მაგრამ ეს ის არაა რასაც აკეთებს ადამიანი. ადამიანი ამ პროცესში მსჯელობს, ფიქრდება და მას უჩნდება აზრი. ის ქმნის Conversation-ს დროს თავის მომავალს! ან აანალიზებს თავის აწმყოს! Conversation-ს გარეშე ადამიანი იქნებოდა საგანი!!!! რომელსაც არ შეუძლია გადადგას ნაბიჯი, რომელიც მას ასე ძაან ჭირდება!

გაიხსენეთ მეფე არტური და მისი ლეგენდარული მრგვალი მაგიდა, გაიხსენეთ კი არა და წარმოიდგინეთ რომის სენატორების პალატა  Conversation-ს გარეშე. რა იქნებოდა ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი უბრალოდ არ იქნებოდა! და თუ ეს ყველაფერი არ იქნებოდარა ვიქნებოდით ახლა ჩვენ? ჩვენ ვიქნებოდით მანქანები, რომლებიც ექვემდებარებიან მათზე ზედ მდგომ ინსტანციას და არ გააჩნიათ თავისუფალი არჩევნის გაკეთების ინსტინქტი!რატომ? იმიტომ, რომ რაც კი რამე მომხდარა ადამიანების და კაცობრიობის ისტორიაში ხდებოდა ზუსტად, რომ Conversation-ს საფუძველზე! ვერასდროს ვერ გახდებოდა ჰიტლერი გერმანიის მართველი, რომ არ შეძლებოდა Conversation-ი თავის ხალხთან! ვერასდროს ვერ ააფეთქებდა საწყალ ამერიკელებს ვერცერთი ფანატიკოსი არაბი, რომ არ ყოლოდა იდეოლოგი! იდეა იბადება ტვინში, მაგრამ ამ იდეას გადმოსცემს ჩვენი პირის ღრუ Conversationმეშვეობით. (მაგალითები აგრესსია მომყავს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანი აღიქვავს აგრესიას და ძალადობას ძალიან მკაფიოდ, რაც მე ახლა მსურს ანუ მკაფიოდ აღქმა ყველაფრისა) მაგალითი Conversation-ს გამოყენების დადებითად: ვერასდროს ვერ გაიმარჯვებდა მსოფლიოს ხალხი მეორე მსოფლიო ომს, რომ არ ქონოდათ სტალინს, რუზველტს და ჩერჩილს ეს ამოდენ საჭირო Conversation-ი!

Conversation! ეს არის ის რის გამოც ადამიანი სწავლობს ლაპარაკს, რის გამოც აქ პირი, ენა, ყური და თქვენ წარმოიდგინეთ თვალები : ))) Conversation-ის განუყოფელი ნაწილია ჩვენი თვალები ანუ რასაც ვხედავთ ჩვენ ჩვენთან მოსაუბრე პიროვნებაში და მის სახეში, თვალებში! ეგრედ წოდებული მიმიკა. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც აქ დაზიანებული ის ნერვები, რომლებიც განაგებენ მისი მიმიკის ცვლას! ელაპარაკები გისმენს/გპასუხობს მაგრამ შენ ვერ გებულობ თუ რას ლაპარაკობს იმიტომ, რომ მას მიმიკაზე ეგ არ ეტყობა! საშინელებაა მერწმუნეთ! ძაღლსაც კი აქ ერთგვარი მიმიკა და რეაქცია Conversation-ს მიმართ.

მაგიტომაც არსებობს ასეოდენ ჩვენს საზოგადოებაში საყვარელი ეგრედ წოდებული “სმაილები”. ელაპარაკები ეგრედ წოდებული “მესენჯერის” საშუალებით და იყენებ შენ/ის სმაილებს იმისათვის, რომ გადმოსცე ან დაინახო მიმიკის რეაქცია. არსებობს Conversation-ში ისეთი მომენტი როდესაც შენ რაღაცას ეუბნები ადამიანს, მაგრამ შესაბამისი მიმიკური რეაქციის გარეშე მან შენ ნათქვამი შეიძლება სულ სხვა რაღაც დაინახოს/გაიგოს (მაგიტომაც არსებობს “სმაილები”).

ამ ყველაფრით ჩვენ ვასკვნით, რომ Conversation არ არის მარტო უაზროდ პირის გაღება და ჰაერის “ფლანგვა”. ეს არის ის რაც აღძრავს ჩვენში ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ ნიჭს რასაც ქვია “მიმიკა” (ცხოველებსაც კი აქ მიმიკა, მაგრამ გამღიმებულ ძაღლს ვინც მანახებს ის იქნება ჩემი ახალი ღმერთი!) მიმიკა კი თავის მხრივ Conversation-თან შერწყმაში ჩვენ გვხდის ადამიანებად!

არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ მომავალში ადამიანი განივლის ისეთ რამეს რაც არის ევოლუცია და აღარ დაჭირდება ვერბალური ურთიერთობა ვინაიდან და რადგანაც ადამიანს შეეძლება ტელეპატიურად გადასცეს თავისი აზრები. კი ესეც ერთგვარი Conversation-ს ხერხია, მაგრამ ძალიან მაინტერესებს თუ როგორ ერტყვის ადამიანი იგივე ძაღლს სიტყვა “სიძეწს” ტელეპატიურად?! დიდმა ალახმა (ღმერთმა, ბუდამ და რავიცი რისიც გწამთ) ქნას ისე, რომ ადამიანს გაუნვითარდეს ევოლუციურად ტელეპატია, მაგრამ ადამიანი ის ადამინი აღარ იქნება (რომელიც მე ასე ძაან მიყვარს : ) ), თუ ის ვერბალურ Conversation-ს მოეშვება : )))))))))))))

პ.ს.

დილის 6 საათია უაღრესად მესაჭიროება Conversation-ი, მაგრამ იძულებული ვარ ველაპარაკო ამ უსულო ავტომატს, რომელიც თითოეულ ჩემ ასოს აღიქვავს როგორც: 10001010101101 : (((

პ.ს.ს.

ადამიანებო ვაწარმოოთ Conversation სანამ შეგვიძლია!

09.26.09

“თემა” მინდა დავპოსტო

Posted in ბლა-ბლა-ბალ ზე 00:15 ავტორი soulmanifest

womanმოგესალმებით ჰომოსაპიენსებო! წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ახლა მე განვიცდი ისეთ შეგრძნებას რაც არის მელანქოლია და ჩვენ და სამწუხაროდ ეს “დასაწვავი” ერი ანუ ქართველები სიამაყით ეძახიან დეპრესიას : ) მაქ მელანქოლია, მაქ სიმთვრალეში გადასული “პახმელია” და პირიქით, ვარ ადამიანი და მინდა ვსუნთქავდე!

მაგრამ მე რაც მინდა ხომ არაა აქ?! აქ არის ფალოტური კულტის სიყვარულის “იზვრაშენცული” გამოყენება! და ამ ყველაფერს ქვია ქართველობა!!!

საქართველოში ყველაფერი გვაქ უდაბნოს გარდაო გამიგია ასეთი ძალით პატრიოტული და ყველანაირ ლოგიკას მოკლებული ტექსტები. დავუშვათ და არის ეს შენი უდაბნო! და ამით რა? ისევ ისეთი ფალოსობა ხარ რაც მაქამდე!

და ვაფშე არ მინდა ამაზე ალაპრაკი : ) მინდა ლაპარაკი ქალებზე:

აი თქვენი სინსილა გაწყდა მართლა რა! ფემინიზმი : ))) სასაცილოც არ არის რა! იმენად ქალის რომელსაც აქვს დიდი (ინგლიშები როგორც იტყვიან) “ბოლლს” მოუნდა, რომ მართლა ქონდეს ყვერები, მაგრამ ჩემი ფალოსი ერეგირებულ სტადიაში!!! ყვერები არა ფალოს (კიდევ ერთხელ) მოინდომეს აქ რაღაც რაღაცეები : ))

გინდა იყო ქალი? იყავი რა! ნუ ჩალიჩობ იყო კაცი! ბოლო ბოლო არ მოგცა ღმერთმა (კრიშნამ, ბუდამ, მუჰამედმა) ეს “სიგარა” და მიხვდი, რომ სურვილი “მისი” ჭერისა არ უდროს მისი ქონისას!!!

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ აქ მართლა არ მინდა ლაპარაკი იმ ქალებზე ვიზეც ვლაპარაკობ… მინდა ვილაპარაკო ქალბზე, რომლებიც ქართველები არიან!

აი თქვენი სნსილა მართლაც, რომ გაწყდა რა! თქვენ ხო ქალის იმენად ნაპერწკალიც არ გინახიათ! იმ ქალის მე დედაში დავდე, რომელიც თხოვდება იმის გამო რომ მერე ქმარმა ხერხოს მთელი ცხოვრება!!! გინდა ხერხვა მიეცი რა! და ნუ გგონია თავი უმანკო-უცოდველი-მარია!

ქალებს ეყო ახლა კაცები : ))

კაცი ხარ? ბოზებში ხარ ნამყოფი და გიხარია? თუ ვინმე “რუსი ნაშა” მოგიხსნია და გიხარია? მერწმუნე კაცი კი არა კაცის პაროდია ხარ!

თუ იმიტომ ხარ კაცი, რომ ნასკებივით იცვლი “ნაშობას” და სხვა ხედავს, რომ ყოველდღე ახალ “ქალთან” ერთად ხარ? დიდი ბოდიში მაგრამ რომელა მოგცა? : )))) იმენად თავი მოიკალი კედელზე კი არა და ფორტოჩკიდან ისე გაძვერი, რომ  გადავარდეს შენი უაზრო გვამი დაეცეს მიწაზე და გადაგიაროს კატოკით ამწეკრანმა!!!

მეზიზღება ქართველი მამაკაცები, რომლებიც ბლატაობენ იმით თუ ვინ და რამდენჯერ ეგრე ვთქვათ “დაიპყრეს”. დიდი ბოდიში და სულ ცალ “კვერცხზე” არ მკიდია ვინ მოგცა?!!! + ამას, რომ ვიცით ყველა მომკვდავმა ქართველმა მამაკაცმა ის, რომ რაც მოყევი 90% ტყუილია ; ) იმიტომ, რომ კაცი არ დაბადებული ისეთი, რომელიც იტყვის მე ეს გავხიეო თუ მართლა გახია!!! ჩემი ქალი, ჩემი საქმეა და არავის არ აინტერესებს და მითუმეტეს მე არ მაინტერესებს ჩემი და ჩემი ქალის პირადი ურთიერთობების გავრცელება : )

მონიტორს შევცქერი და ვხვდები იმას, რომ აქ დაწერილში აიიიი ძალიან ბევრი ნახავს საკუთარ თავს ; ) ჩემი აზრი შეიძლება მაგრად გეკიდოთ, მაგრამ დამიჯერეთ უკეთესი იქნება თქვენთვისაც და ჩვენი “საქართველოსთვის” რომ გაითვალისწინოთ ეს!

არაა კარგი რუსი ნაშის დაკერვა და მაგაზე ბაზარი!

არაა კარგი გათხოვება ცელკის მოსაშორებლდ!

Good luck

აბა თქვენ იცით!

მე რა გასწავლოთ, მე კი ვიცი რასაც ვაკეთებ. : )

09.19.09

90’s (ბავშვობაში მეგონა)

Posted in ბლა-ბლა-ბალ ზე 03:33 ავტორი soulmanifest

90sკაი ბატონო, ტუკიჯას ჩემი ძვეელი, ძვეეელი მეგობრის ხათრით ახლავე ვწერ პოსტს  : )))) არა და ნახევარი საათის წინ დავწერე წინა ხო და მახსენდება ბავშვობიდან:

1. არასდროს არ იყო შუქი და მეგონა, რომ ვიღაც ბოროტი კაცი ზის და უზარმაზარ “რუბილნიკს” თიშავს (ყოველთვის მინდოდა ეგ ხელი მომეტეხა)

2. მახსოვს გაზის ბალონს თუ მოიპარავდი 1000 მანეთად გაყიდიდი და მოგივიდოდა 1 პური (ტალონით ეჰ)

3. მახსოვს უაღრესად შესანიშნავი ფაქტი როდესაც ვთამაშობდი “წრეში ბურთს” და ამ დროს ვიღაც 2 ტიპი იპარავდა პაკრიშკებს და ამ დროს პატრონმა გამოიხედა და რას შვებიო დაძახებასთან ერთად მაკაროვი ესროლეს ფანჯარაში (ეჰ კიდევ ერთხელ)

4. მახსოვს სონი ფლეისთეიშენი (ნუ მაქამდე დენძი და სეგა მეგა დრაივ დვა) და ერთი დისკის ყიდვა, ნახევარ საათში თამაშის დამთავრება ეგრევე მიბრუნება ტექსტით: გაფუჭებულია ძმაო ეს დისკი << და ასე უსასრულობამდე ლოლ

5. მახსოვს ბავშვობაში სიბნელეში დიდი ობობა ვნახე (ალბათ ახლა პატარა იქნებოდა, ამგრამ მაშინ ტარანტულზე დიდი იყო) მაგის მერე მეზიზღება ეგ არსება

6. მახსოვს პირველი სახინკე (ბარნ-აბა ერქვა იმიტომ, რომ აბაშიძეზე იყო, ყოფილ ბარნოვზე : )))))))) ) 5-ლარად 1ბოთლი ორაყი, კოკა კოლა და 20 ხინკალი მოდიოდა (ეჰ ეჰ once again)

7. მახსოვს მენაყინეები, რომლებიც გაიძახოდნენ “მაროჟნიეეეე, მაროჟნიეეეე” და უბნის ბავშვები მშრალ ყინულს ვართმევდით (რისთვის აღარ მახსოვს ნამდვილად : ))))))))) )

8. მახსოვს ახლადშემოსული მარშუტკით პირველი trip გლდანში ლოლ უცხოეთში მეგონა თავი (ქალი წიოდა და მგელიც ბანს აძლევდა ნუ ჩემი ფანტაზია მაქამდე გაიჭრა ცვეტში)

9. მახოვს სკოლაში კალიკებ-დაყოლაპული, რომ ვიჯექი და მთელი 45წუთი ერთი სტროფი, რომ ვერ გადავიწერე და მერე ისიც მახსოვს მერე დღეს მასწავლებელს როგორ ვკითხე რა ნიშანი მივიღეთქო? (მაგის თვალები მართლა არასდროს დამავიწყდება)

10. კიდე ბევრი რაღაც მახსოვს, მაგრამ აქ ხო არ დავწერ ყველაფერს ? : )))))

პ.ს. არავის არ ვტაგავ ბლოგერებს არ ვიცნობ მარტოხელა მგელი ვარ ე.ვ. ლოლ (волк одинoчка)

kiss and see ya!

p.s.s. მე თავიდან ცოტა თემას ვერ ჩავწვდი და ბავშვობის მოგონებები დავწერე და არა რაც მეგონა : ))) მე მაპატიეთ : ))))))

What is love? (another soulmanifest)

Posted in Philosophy of Incognitus ზე 01:42 ავტორი soulmanifest

wilWhat is love? მსოფლიო შეკითხვა, რომელზედაც პასუხი თითქოს ასე მარტივია, მაგრამ ამავე დროს ეს პასუხი საუკუნეების მნძილზე უცნობია ადამიანების ცივილიზაციებისათვის…..

და მაინც რა არის სიყვარული? შეგვიძლია ჩვენ ის ავხსნათ ან გადმოვცეთ? ფიზიკურია? მენტალურია? არა-ამქვეყნიურია? ზოგი ადამიანი აღწერს მაგ განცდას, როგორც იმას რასაც მთელი ცხოვრება ელოდა (რას ელოდები შენ?), ზოგი როგორც “მუცელში მოცეკვავე პეპლებს” (აი ეს მართლა არ მესმის), ზოგი როგორც შეგრძნებას მიახლოებულს სიამოვნებასთან (სიამოვნება დიდი ბოდიში და მოჯმაშიცაა) და ა.შ. და ა.შ მაგრამ ცალსახა და ერთპიროვნული არც ახსნა და არც დახასიათება არ არსებობს ამ შგრძნების…

მოდით პირდაპირ გამოგიტყდებით, არავინ არასდროს არ მყვარებია (თუ არ ჩავთვლით მეგობრულ და დედაშვილურ სიყვარულს) და ამიტომ შეიძლება ბევრმა იფიქროს: “გონზე არაა და რა უნდა ილაპარაკოსო” მაგრამ ჩემი აზრით ამ შემთხვევაში ყველაზე საღი აზრი გააჩნია ზუსტად იმ ადამიანს ვისაც არავინ არ ყვარებია (ეგრედ წოდებული ქალვაჟური სიყვარულით << მძულს ეს ტერმინი)

სიყვარული ზოგადად არის რა? ადამიანისადმი: სიმპათია, მოწონება, ვნება, ლტოლვა, მონატრება, სურვილი, ბოლო ბოლო სექსის სურვილი. მაგრამ კი მარა ეს შეგრძნებები, ხომ ყველას გაგვაჩნია ხოლმე ყოველდღიურად?! ეს გვაძლევს ჩვენ იმის უფლებას, რომ ვთქვათ “ჯადოსნური” სიტყა “მიყვარს”!? არამგონია იმიტომ, რომ მაშინ ყველა მიყვარს : ))) არა და მართლა ძალიან ბევრი ადამიანი მომწონს, მაგრამ სიყვარული სულ სხვაა I think so…

ადამიანს აქვს გული, საუკუნეების მანძილზე გული აისახებოდა და აისახება კიდეც როგორც სიყვარულის კონცენტრაციის უმაღლესი ორგანო. არ ვიცი სინამდვილეში სად რა აისახება, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ადამიანს, რომელსაც არ განუცდია სიყვარული, სიყვარულის წყურვილი ახრჩობს (ეს ასეა და ვერ გაექცევი(თ) ამას!!!), ახრჩობს (once again), მაგრამ უნდა? არა! აი აქედან ვასკვნი(თ) რომ სიყვარული როგორც ეგეთი არის ქვეცნობიერიდან ნაკარნახები უკონტროლებადი და დამოურჩილებადი შეგრძნება, რომელიც ადამიანსი აზროვნებაზე ახდენს ზემოქმედებას, ცვლის მის ბიოლოგიურ საათებს, მის აზროვნების წყობას, მის ფიზიკურ განრიგს, და მის რეალობის ასახვას! ანუ სიყვარული არის მავნე ადამიანის ფიზიო-ბიო-ესთეთიკური განვითარებისათვის!!!

ჰეჰ მაგრამ ამავე დროს რამდენი დადებითი მოაქ ამ გამოუცნობად-აუხსნელ მოვლენას როგორიცაა “სიყვარული”?!!! : ))) ადამიანი ხდება: გამგები, მოაზროვნე, ყურადღებიანი, საიმედო, ბოლო ბოლო აზროვნებას იწყებს უკეთ (თუმცა მაქამდე არაფერი უშლიდა ხელს), პასუხისმგებლობაზე, რომ აღარეფერი ვილაპარაკოთ : )))

ესაა (ჩემი მოკრძალებული აზრით) სიყვარულის პლიუსები და მინუსები, ვიცით თუ არა რა არის ის! ფაქტი ერთია ყველას გვინდა სიყვარული : ))) ყველას გვინდა, რომ ვინმეს ვუყვარდეთ (ეს ფაქტია) და ყველას გვინდა, რომ ვინმე გვიყვარდეს (ეს ის ფაქტია, რომელსაც გვიან ვხვდებით)

ამ პოსტის მორალი კი  ერთადერთია ინგლისურ ენაზე:

Love is what we need!!!

09.14.09

უცხოპლანეტელი *(მოკლე მიმოხილვა)*

Posted in Philosophy of Incognitus ზე 17:33 ავტორი soulmanifest

alien_on_hillმინდა გავაკეთო(თ) მოკლე მიმოხილვა იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს “უცხოპლანეტაზე არსებული ბიოლოგიური არსება”

მაშ ასე კაცობრიობის 90% წარმოუდგენია, რომ უცხოპლანეტელი არის სერი ფერის (რატომღაც) ან მწვანე (ეს 2ჯერ რატომღაც) და აქ დიდი შავი თვალები, პახოდუ დ”ელა არის მელოტი : ))) ეს ყველაფერი როგორც მეცნიერებმა (კერძოდ კი ფსიქოლოგებმა) აღნიშნეს ადამიანის ხედვაა თუ რა ვიქნებით ჩვენ ათასწლეული ევოლუციის შემდეგ ანუ რუდიმენტალური და არა საჭირო ე.ვ. ორგანოების გარეშე : ) + ამ ყველაფერს დიდი მადლობა შესაბამისი წარმოდგენისათვის ჰოლივუდს, რომელმაც “როქველი”-ს შემთხვევის მერე დაგვარწმუნა, რომ ყველა ალიენი ზუსტად რომ პატარა მწვანე ან ნაცრისფერი არსებაა და აქ უზარმაზარი შავი თვალები : )))

ხო ნუ ეს ალბათ ისედაც ცნობილი იყო ჩემი პატივცემული მკითხველისთვის, რომელიც არც თუ ისე დაინტერესებულია იმაში თუ რას ვწერ ახლა მე (ალბათ უფრო ჩემთვის ვწერ : ))) )

ახლა კი რაც შეეხება უცხო პლანეტაზე არსებულ ბიოლოგიურ რასებებს და მათ რეალურ გარეგნობას : ) შესაძლებელია ისეთი რამ რაცაა მსგავსება ანუ თუ ჩვენ ავიღებ სტანდარტულ მ-კლასის პლანეტას (როგორიცაა დედამიწა) ჩვენ შეგვიძლია დავასკნათ რომ არც თუ ისე განსხვავდება უცხოპლანეტაზე არსებული ბიოლოგიური არსება ჩვენგან (ადამიანებისგან, მოაზროვნე არსებაზე ვლაპარაკობ და არა კიბორჩხალაზე), მაგრამ თუ ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ სიცოცხლე მრავალფეროვანია და მისი წარმოშობისათვის არაა აუცილებელი სტანდარტული მ-კლასის პლანეტა, ჩვენ მივალთ დასკვნამდე, რომ რაც კი რამე ფანტასტების აზროვნებაში წამოჭრილი ზოგი დაჟე “იზვრაშენცულიც” ხედვა რეალურად ვერ ასახავს იმ არსებას თუ რა არის ის სინამდვილეში : )

და რატომ? იმიტომ, რომ თქვენ რომ დააკვირდეთ იმ არსებებს რომლებიც არსებობენ რეალურად დედამიწის ფსკერძე (განგებით არ ვიყენებ სიტყვა ზურგს : )))) ) დაინახავთ ისეთ ფერებს და ისეთ ფორმებს, რომლებიც პიკასოს არ მოსვლია თავში და სალვადორ დალის ლიტრობით, რომ ესვა LSD ვერ მოუვიდოდა!

untitled

იმიტომ, რომ ჩემო კარგებო და ლამაზებო ბუნება არის ყველაზე ნიჭიერი მხატვარი! : )

პ.ს. სანამ ვერ ან არ დავინახავთ “უცხოპლანეტაზე არსებულ ბიოლოგიურ არსებას/ბებს” ვერასდროს ვერ ვიტყვით თუ როგორები არიან ისისნი სინამდვილეში (ფაქტი, რომელსაც ხაზის გასმა ჭირდებოდა)……

08.12.09

SpaceShip Approaching The Planet

Posted in Philosophy of Incognitus ზე 21:33 ავტორი soulmanifest

Spaceshipაი გავიდა ისევ ზაფხულის 75% და ჩემი იმდები თითოეულ პროცენტთან ერთად ქრება, როგორც მზისგან გახურებულ ქვაზე, ქრება და ორთქლდება სველი “პლავკიდან” დავარდნილი წვეთი…

იბადება შეგრძნება თითქოს ეს არასდროს არ მოხდება, თუ ამ ცხოვრებაში არ მოხდება? ნუთუ ჩვენ ვერ ვნახავთ თუ როგორ უახლოვდებნია ჩვენს მწვანე (თუ ლურჯ) პლანეტას მაღალი ინტელექტითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი, სოციო-რელიგიურ-ესთეთიკური განვითარების პიკზე მყოფი არსებები?! იმისათვის, რომ გვითხრა: You are not ALONE!!!

წარმოიდგინეთ თუ რაოდენ შემზარავ-გამაოცებელ-გასაგიჟებელი ფაქტი იქნება ჩვენი ურწმუნო ძმებისათვის, რომლებსაც სწამს იმისა, რომ ჩვენ ვართ უნიკალურები და ამდენ მილიარდობით გალაქტიკებში, ამდენ მილიარდობით მძის სისტემებში, რომლებშიც შედის ტრილიარდობით პლანეტა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ პლანეტაზე არსებობს სიცოცხლე (განვითარებულ ცივილიზაციებზე და ჰომოსაპიენსებისმაგვარ ბიოლოგიურ ორგანიზმებზე, რომ არაფერი ვთქვათ)

შეიცვლება ყველაფერი რაც კი რამე იყო მაქამდე როგორც თავის დროზე შეიცვალა ყველაფერი, როდესაც გალილეო გალილეიმ განაცხადა, რომ დედამიწა არის მრგვალი და ის ტრიალებს მზის გარშემო და არა პირიქით!

შეიცვლება, მაგრამ ჯერ იქნება პანიკა და ქაოსი (მადლიობა ჰოლივუდს) თუმცა მოაზროვნე ადამიანი კი უნდა ხვდებოდეს, რომ იმ დონეზე განვითარებული რასა, რომელიცსაც ძალუდს მიაღწიოს სხვა პლანეტაზე მცხოვრებ რასას ექნება იმ დონეზე გნავითარებული ინტელექტი, რომ არ ამოხოცოს მთელი პლანეტა დ აარ აქიოს ის თავის კოლონიათ… დედამოწაზეც კი იბადება ეს არა აგრესიის იდეოლოგია, მიუხედავადი იმისა რო ის ჯერ კიდე საკვერცხესთან მიახლოებული სპერმის დონეზეა : ) მაინც გლობალური სმიშვიდისკენ გადადგმული ნაბიჯია და მე არ მჯერა, რომ განვითარებულ ცივილიზაციებს ამოძრავებდეს ძალაუფლების ან სისხლის წყურვილი (ნუ ეს ლიჩნად ჩემი აზრია)

თუმცა ზუსტად ამ ყველაფრის გამო ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და შეიძლება ასეც არის, რომ ჩვენი ძმები შორეული კოსმოსიდან გვიყურებენ და ელოდებიან იმ მომენტს თუ როდის მივა კაცობრიობა იმ დონემდე, რომ შეიცნოს მაგათგან გალაქტიკური ალიანსის შესახებ და იგემოს სხვა რასებთან ურთიერთობის და ინფორმაციული ტრანსფერის უაღრესი სიამოვნება… : ))

ადრე თუ გვიან (აქ ჩემთვის ადრე ჯობია ვიდრე გვიან) ეს ყველაფერი მოხდება, მაგრამ თუ არ მოხდა განვიხილავ კიდევ ერთ ვარიანტს… არა 2ს : ))

1. ისინი უკვე აქ არიან და ამერიკის და რუსეთის მთავრობა გვიმალავს ყველაფერს. ან ყველასათვის ნაცნობი ფილმისნაირი ორგანიზაცია გვიმალავს ყველაფერს (აი ეს მართლა ტრუხაა ლოლ) : ))))

2. არც არავინ არ მოფრინდება და ვინმე თუ სადმე მიფრინდება ეს იქნება ჰომოსაპიენსი Yeah..!

ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებ, რომ ჩემს ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ჩვენი კოსმოსური ხომალდები ჩვენი მზის სისტემის საზღვრებს მიუახლოვდებიან და არაერთხელ გავიგებთ სიტყვებს: Space Ship Approaching The Planet

მთავარია ფანტაზიის და კოსმოსური სივრცეებისკენ მისწრაფების სურვილი არ მოგვიშალოს დიდმა ზევსმა და ყველაფერი იქნება!

I Want To Believe!!!

07.03.09

ცენტრიფუგალიზმი

Posted in Philosophy of Incognitus ზე 03:05 ავტორი soulmanifest

ego“ცენტრიფუგალიზმი” ჩემი წარმოდგენით არის ადამიანის ის იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც მის გარშემო ტრიალებს დედამიწა… სამწუხაროა, მაგრამ ღრმად რომ დავფიქრდეთ თითოეულ ჩვენთაგანში აღმოვაჩენთ ამ “ცენტრიფუგალიზმ”-ს და მის გარეშე ვერც კი ვარსებობთ… მაგრამ აქ ამაზე არ მინდა საუბარი, აქ მინდა ვილაპარაკო ისეთ კანდიდატებზე “ცენტრიფუგალიზმი”-ს რომლებიც მართლაც იმსახურებენ ამ პატივს : )))

დარწმუნებული ვარ, რომ უნიკალურობით არ გამოვირჩევი და ყოველივე თქვენთაგანს შეგხვედრიათ ისეთი პიროვნება, რომელთან დისკუსიის დროს გაგიფიქრიათ “он тупее тупого” მაგრამ რამდენიც გინდა იმდენი იძახე დებილია ესო, მას მაინც გონია რომ ყველაზე ჭკვიანი და მართალია… შენი აზრი კიდე “გროშის” ფასი არაა… კი ბატონო არსებობდა ადამიანი, რომელიც ასეთ პიროვნებებს საკუთარივე საუბრიდან უმტკიცებდა თავიანთ სიჩლუნგეს. სოკრატი ერქვა მაგას და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიე ფილოსოფოსად ითვლება ანტიკურ ხანაში, მაგრამ ჩვენ არც ფილოსოფოსები ვართ და არც სიკრატები… ნუ მე სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში არ მძალუდს ადამიანს დავუმტკიცო მისის სიბრიყვე დისკუსიის მეშვეობით თუ ის მართლაც ბრიყვია, თორე ჭკვიან ადამიანს მარტივად შეაგნებინებ, რომ ის ცდება…

ხო და აი ზუსტად “ცენტრიფუგალიზმი”-ს მიმდევარი პიროვნებები არიან ერთ-ერთი იმ ბრიყვთაგანი, რომლებსაც ვერ შეაგნებინებ, რომ ცდებიან ან არასწორედ იქცევიან ან და რავი კიდე რა… ელაპარაკები, ესაუბრები უხსნი რომ ასე და ასეა! არგუმენტებით და დასაბუთებული ფაქტებით, მაგრამ ისინე შენ გპასუხობენ შენივე ლოგიკით რომელსაც არანაირი ლოგიკა არ გააჩნია სინამდვილეში და ალოგიკურიცაა მათი საუბარი, მაგრამ ამას ვერც კი ხვდებიან… და ყველაზე ცუდია ეს ყველაფერი მაშინ როდისაც ეს ადამიანები არა თუ ვინმე უცხოები არიან არამედ ის ადამიანები არიან ვისთანაც, ასე თუ ისე რაღაც გაკავშირებს (საერთო იდეები, შეხედულელებები, გემოვნება, ect.) და მაინც რატომ იქცევიან მასე, იმიტომ რომ ზუსტად “ცენტრიფუგალიზმი” კარნახობთ მათ ამას… მაგათზე ჭკვიანი არავინაა, მაგათზე მართალი არ დაიარება, და ყველა დანარჩემი რათქმაუნდა მცდარია!!!

ასეთ ადამიანებს არ ძალუდს ჩაიხედონ საკუთარ თავში, მოუსმინონ სხვას, დაუკვირდნენ ცხოვრებას და ამის შემდგომ აწონ დაწონონ ყველაფერი, საღი აზროვნებით განსაჯონ, გადააგდონ ის მცდარი შეხედულება მათ და დედამიწის ტრიალთან დაკავშირებით და რაციონალური დასკვნა გამოიტანონ ამ ყველაფრისგან… არა! რაც არ უნდა მოხვდეს ეგეთი ადამიანი ყოველთვის მართალია… იმიტომ, რომ შენი და სხვისი რაციონალური აზრი კიდია, იმიტომ რომ მის გარშემო ტრიალებს დედამიწა და როგორც უნდა ისე ამოუდგება მას!

ხდება კიდე ისეთი რამ, როდესაც შენ შენი ძალისხმევით, უმნიშვნელოდ მაგრამ მაინც ჩააწვეთებ იმ საღი აზრის წვეთს, რომელიც ისედაც უნდა იყოს ნათელი ყველასათვის… აქ იწყება უკურეაქცია! ეს “ცენტრიფუგალიზმი”-ს მიმდევარი (როგორც იტყვიან ხოლმე) უფრო “ჯორდება” და ხშირ შემთხვევაში გადმოდის აგრესიაზე, აგრესიაზე ოღონ პირდაპირ მომართულზე არა! პირდაპირ შენსკენ მომართული აგრესია მის სიმტყვანეს გამოხატავს, რასაც რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს ის ხვდება… ის გამოხატავს აგრესიას ვინმეს ან რაიმეს მიმართ ოღონდ შენს დასანახავად, თითქოს რამეს ამტკიცებდეს “აი ხომ ხედავ მე რა მაგარი ვარო”. სამწუხაროა სასაცილო თუ არა, რომ ადამიანი იმის მაგივრად რომ მიხვდეს თავის მიკერძოებულობას რაიმის მიმართ პირიქით იწყებს მოქმედებას და ცდილობს თავისი უსუსური აგრესიით რაიმის ირიბათ შენთვის მტკიცებას. (არა არა მართლაც ღიმილის ღირსია ეს მისი საქციელი :  ) ) ამ მდგომარეობას მე დავარქმვდი “რადიკალური ცენტიფუგალიზმს” მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელო ფაქტია, რომ ყურადღებასაც არ იმსახურებს…

და მაინც რა არის ყველაზე საწყენი “ცენტრიფუგალიზმი”-ს წარმომადგნლებისგან? ყველაზე საწყენი ისაა როდესაც შენ კაი ხნის მანძილზე უხსნი რაღაცას, ეუბნები, ამტკიცებ, უმტკიცებ, არწმუნებ… ამის შემდეგ გადის არც თუ ისე დიდი დრო და ხედავ რას?! რასაც შენ ამტკიცებდი თუ უხსნიდი ის აკეთებს მაგას, მაგრამ ეს ყველაფერი მოაქ ისე როგორც თავის აზროვნებაში გაჩენილი უნიკალური იდეა… და შენი არც თუ ისე შორეულ წარსულში ნალაპარაკები არაფერშუაშიც არაა!

უფრო სწორედ ეს უკანასკნელი საწყენი კი არა სასაცილოა… ადრე მართლა მწყინდა, მაგრამ ბოლო ხანებში მივხვდი, რომ ასეთ ადამიანებზე განაწყენება ნიშნავს იმას, რომ შენ დადიხარ მათ დონემდე და ემსგავსები მათ შენი წყენის ჩაკეტილი ბუნებიდან გამომდინარე… და შეიძლება იწყებ კიდევაც ფიქრს, რომ დედამიწა შენგარშემო “რეიზა” არ ტრიალებს?… მაგრამ ჩვენ საღად მოაზროვნე პიროვნებებმა, ხომ ვიცით რომ დედამიწა მზის გარშემო ტრიალებს და შენ ხარ უბრალოდ ერთი უნიკუმი, რომელსაც გააჩნია თავისი აზრი, მაგრამ საკუთარ აზრთან ერთად იცი ისიც, რომ კიდე არსებობს 6 მილიარდი უნიკუმი თავისი უნიკალური აზრებით და არავიზე მეტი არ ხარ! ვინც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა მოგქონდეს საკუთარი თავი!!!

ერთს დავამატებ : ) ვიქონიოთ ჩვენი აზრი, მაგრამ გავიზიაროთ სხვისი! ნუ ვიქნებით ის ღერძი, რომლის გარშემოც ტრიალებს დედამიწა ცენტრიფუგის პრინციპებზე… ბოლო ბოლო ამ შემთხვევაში სიცოცხლეს ხალისი ეკარგება ნელ-ნელა : )

06.29.09

ყველაზე! (დედამიწის ზურგზე)

Posted in Philosophy of Incognitus ზე 01:00 ავტორი soulmanifest

ყველაზეგაგიგიათ თუ არა ეგეთი ფრეზა?
ყველაზე მაგარი ადამიანი, დედამიწის ზურგზე!

ყველაზე მდიდარი, დედამიწის ზურგზე!

ყველაზე ცუდი პონტი, დედამიწის ზურგზე!

არა?

კარგით მე აგიხსნით თუ რა არის ყველაზე, დედამიწის ზურგზე!

აი ავიღოთ სიტყვა “ყველაზე” რას გვეუბნება ეს “სიტყვა” როგორც სიტყვა? არა როგორც რაიმის გამომხატველი! უბრალოდ როგორც სიტყვა… ყველაზე ასახავს იმას რომ თუ ვინმეს რამე შეუძლია შენ მასზე უკეთ შეგიძლია და პირიქით. და ახლა დაუმატეთ ამ შეძლება/არშეძლებას “დედამიწის ზურგი”… ხვდებით თუ რა არის დედამიწის ზურგი? ეს არის სადაც ჩვენ ყველანი ვიმყოფებით, მიუხედავად იმისა გვინდა თუ არა! და ამ ყველაფრიდან გამომდინარე შენ ან ხარ “ყველაზე! (N) დედამიწის ზურგზე” ან არ ხარ!

არც თუ ისე სასიხარულო პერსპექტივაა დამეთანხმებით, იმიტომ რომ ადამიანს თავის ბუნებაში არ უყვარს – + მას უნდა ++ –– და კიდე რავიცი რა. : ) ძალზედ ძნელია გასცე პასუხი რაც აისახება ან “კი” ან “არა”-თი და არ გაძლევს არანაირ უფლებას, რომ დაუშვა მესამე შუამავალი ამ “კი”-ს და “არა”-ს შორის, ე.წ. “მარცვალი” რომლის გამოყენებაც ასე ძალზედ გვიყვარს ადამიანებს ;  )

მაგ.

კითხვა: მოკლავ?

სავარაუდო პასუხები:

  1. კი
  2. არა
  3. გააჩნია რა შემთხვევაში

ჩაიხედეთ თქვენთავში და მიპასუხეთ, რომელს აირჩევთ?

მჯერა, რომ აირჩევ მესამეს იმიტომ, რომ ადამიანი ხარ! და ადამიანს უნდა რომ ქონდეს საფირქალი ჩაიდინოს საქციელი თუ არა! და როდესაც ამ მესამეზე იწყებს ადამიანი ფიქრს არის ის “ყველაზე” მაგარი ან ცუდი არსება?

საერთოდ ჩემი (და არა მარტო ჩემი აზრით) ადამიანს (ჰომოსაპინესს) რომ არ ქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება ის ვერც და არც იქნებოდა ის რაც არის, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ჰომოსაპიენსი განვითარდა და დამყარდა “დედამიწის ზურგზე” იმის გამო, რომ  მას შეუძლია აზროვნება! და რა არის აზროვნება? აზროვნება ჩემი პირადი “აზრით” არის ზუსტად ის მესამე შუამავალი და საფიქრალი რაც ჩვენ გვაძლევს იმის უფლებას, რომ დავფიქრდეთ გავაკეთოთ ცუდი თუ გავაკეთოთ კარგი. ანდა გავაკეტოთ ცუდი კარგისთვის თუ გავაკეტოთ კარგი ცუდისთვის.

ავიღოთ მაგალითად ძაღლი: შენ ეუბნები “მოდი აქ!” ის მოდის ან არ მოდის. ძაღლი არასდროს არ გკითხავს:

-რატომ მოვეიდე? რა გინდა? რისთვის მეძახი?

ძაღლი არასდროს არ მოგიახლოვდება ნახევარ გზაზე და არ შემოგხედავს ჩაფიქრებული თვალებით “რა უნდა ნეტაო”.

აი ასე მარტივად განვსხვავდებით ჩვენ ჰომოსაპიენსები სხვა დანარჩენი არსებებისგან “დედამიწის ზურგზე” ჩვენ შეგვიძლია აზროვნება!

მაგრამ, მაგრამ! ნუთუ რამით ვჯობივართ ჩვენ, ჩვენი აზროვნებით იმ არსებებს, რომელთაც მაგალითად აქვთ კოლექტიური აზროვნება (მაგ. ჭიანჭველები)

ჭიანჭველა არასდროს არ შეხედავს მეორეს და არი იტყვის:

-მე ეს არ მევასება!

ადამიანს უთქვია:

-მოვკალი იმიტომ, რომ არ მევასებოდა!

ერთხელ ვთქვი “ასეთი რაცხა” :

ყვალ ადამიანი ცხოველია!

კი ვიცოდი იმ მომენტში, რომ ვერ გაიგებდა ის ხალხი რას ვგულისხმობდი მაგრამ ეგეთი აგრესიული უკუყოფა ჩემი აზრის…? ნამდვილად არ მოველოდი! პასუხი კი არა და უკუთეზისი იყო რა! :

შენ თუ თვლი შენ თავს ცხოველად კი ბატონოო, მე არ ვთვლიო! მე ვარ ადამიანიოოოო….

კი მაგრამ აქ ისმის ერთი კითხვა! რა ხარ ეს ადამიანი, რომ ცხოველად არ აღიარებ თავის?

არ დაგვავიწყდეს, ყოველივე სიტყვას აქ თავისი წარმოშობა როგორც მე და თქვენ, ბებიებისგან და ბაბუებისგან! სიტყვა ცხოველი მოდის სიტყვა ცოცხალიდან და თუ ადამიანი ხარ და ცხოველი არ ხარ, ესეიგი ცოცხალი არ ხარ? ქვა ხარ? თუ რა ხარ?

მაშასადამე თუ შენ ხარ ადამიანი, ხარ ცოცხალი და ხარ ცხოველი! ცხოველის კი ინსტინქტი აქ, როგორც ყველა ცოცხალ არსებას (ამებასაც კი). ადამიანის პირველი ინსტინქტი კი არის გადარჩენა! მაგრამ ამავე დროს განადგურება! და არ დაგვავიწყდეს თვითგანადგურება (ამაზე სხვა პოსტში სხვა დროს და სხვა ქვეყანაში : D )

აქედან გამომდინარე თუ ადამიანის პირველ ინსტინქტს ჩავთვლით გადარჩენას, მეორეს განადგურებას და მესამეს თვითგადარჩენას რა გამოგვივა?

ადამიანს უნდა სიცოცხლე, “ვინმეს (ან რაიმეს) სიკვდილი” და ამავე დროს საკუთარი თავის სიკვდილი? კი! მარტივი ტვინისათვის ასე მარტივადაა ყველაფერი, მაგრამ ადამიანის ტვინი ასე მარტივი, რომ იყოს მე ეხლა ძვლებს გავაგორებდი კლავიატურას კი არ ვებრძოლებოდი ; )

ადამიანს სურს სიცოცხლე, მაგრამ ადამიანი (როგორც ლომი) მტაცებელია და სურს ვინემას/რაიმის, განადგურება/დაპყრობა (მაგ. კაცი = ქალი: კაცისთვის ის ქალი, ქალი არაა რომელიც ვერ მოიპოვა ანუ ვერ მოინნადირა!) და თვით განადგურება! შენ სიგარეტს, რომ ეწევი რას აკეთებ ახლა? თავს ხო იკლავ? კიი? ხო და ზუსტად ეგ არის ყველაზე მცირე და მარტივი ხერხი ტანატოსის გამოხატულებისა! (ტანატოსი = გამოიყნე ვიკიპედია ბლიად აქ ლექსიკონი კი არაა! : ) )

და ბოლო, ბოლო რა არის ახლა ამხელა პოსტის მორალი?

მორალი (თუ გინდათ მასე ნუ დაარქმევთ) ისაა, რომ “ყველაზე! დედამიწის ზურგზე” არ არსებობს არც მაგარი არც ბანძი! არც ძლიერი არც სუსტი! არც უვუცი არც მცოდნე!

ჩვენ ის ვართ რაც ვართ და რომ დავკარგავთ მაგ ყოფნას მერე ვიფიქროთ “ზველაზე! დედამიწის ზურგზე”

06.23.09

ინერტულობა (αδράνεια)

Posted in ბლა-ბლა-ბალ ზე 23:06 ავტორი soulmanifest

SuperStock_1569R-9009021წარმოიდგინეთ საქართველო, თბილისი.. თბილისის შუაგული, ხან ცხელა ხან კიდე წვიმს… კაროჩე ბანალური სიტუაცია რა! : ) და რა ხდება ეხლა აქ, არის მამაკაცი, ახალგაზრდა მამაკაცი (ნუ თუ გინდათ ქალი იყოს, მაგრამ მაინც უფრო მამაკაცი), რომელსაც არ აქ საქმე! ესეც რა ბანალურია არა? : )) ზოგ თქვენთაგანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ სულაც არაა ბანალური, მაგრამ თვალი, რომ გაახილოთ მიხვდებით, რომ ბანალურზე ბანალურია : ) როგორც იტყვიან სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოსო : ))) ხო და რას ვამბობდი? (თან ვწერ თან საქმეს ვაკეთებ აბა აბა) ა ჰო:

კაროჩე ისმის შეკითხვა რა უნდა აკეთოს უსაქმურობისჟამს საქართველოში/თბილისში ახალგაზრდა კაცმა? (ახლა არ დაიწყოთ საქმე ეძიოსო, თორე ბანალიზმის მარკა აგეკრობათ ომენტალნო!)

რა უნდა აკეთოს და მე გეტყვით რაც, უფრო სწორედ გეტყვით ძირითად გასართობებს რაც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროა ეს თუ სასიხარულო განსაჯეთ თქვენ : )

მასების დაყოფას არ დავიწყებ და ეგრევე დავიწყებ ჩამოთვალას რაც ჩემი აზრით არის ყველაზე გავრცელებული დღესდღეისობით:

  1. ონალინ გეიმერობა (ზომბისმაგვარი არსება, რომელიც 24/7 ზის კომპთან. დარბის, ხმალს იქნევს, ყიდულობს, ყიდის და დაჟე ოჯახსაც კი ქმნის ვირტუალურ სამყაროში : D )
  2. ლოთობა (ლოთობის იმ გაგებით არ ვიძახი “ბუტკასთან”, რომ დგანან და 20 კაპიკიან “ჩეკუშკას” რომ სვავენ. აი ისეთ პონტზე ვიძახი კაცს, რომ ძმაკაცი ეკითხება რა ვქნათო? და ცოტა თუ ბევრი ფიქრის შემდეგ, რომ პასუხობს: –დავლიოთ სხვა რა უნდა ვქნათ, სხვა გასართობი არააო)
  3. ნარკომანობა (ნუ ეს ყველასათვის გასაგებია და ბევრი ბაზარი არ უნდა ამას)
  4. სპორცმენობა (კაიფია ნარკომანიის მერე, რომ მოვიყვანე ეს მაგალითი . ნუ სპორტი კი კაი გასართობია, მაგრამ დღევანდელდღეს იმდენად მცირეა სპორტით დაკავებული ახალგაზრდების რიცხვი, რომ მოსაყვანიც არ იყო მემგონი)
  5. ყველაფერი დანარჩენი (ნუ ეს 4 ძირითადი მოვიყვანე ჩემი აზრით, თუ ვცდები მე მომიტევეთ)

კაროჩე გავარია, ჩემი მოკრძალებული აზრით უსაქმურობა სენია უმეტესი ახალგაზრდა პიროვნებისათვის, რომელსაც არფერი კაი არ მოაქ (ნუ ესეც მამენტ ვისთვის როგორ) და რა არის საშველი? და ხზ რა არის საშველი : )) პროსტო ფაქტია, რომ მე ერთ-ერთი მათთაგანი ვარ და ალბათ რომელიმე კატეგორიაშიც შევდივარ რაც ზემოთ ჩამოწერე, ან ყველაში ერთად რავი, რავი : ) და აი აქ ვცემ პასუხს წინა პოსტიში დასმულ შეკითხვას თუ რათ მინდოდა ეს ბლოგი… და პასუხიც უმარტივესი აღმოჩნდა, დროის მოსაკლავ/მოსატყ…დ : )))) აბა ერთნაირი უსაქმურობაც მომაბეზრებელია, ალბათ როგორც ყველაფერი რაც ძალზედ დიდი დრო გრძელდება…

მიუხედავად ეგრე ვთქვათ პესიმისტურ/რესლისტური პოსტისა დვრჩები ოპტიმისტი (ნუ ჩემს მიმართ მაინც) და ვიტყვი, რომ ყველაფერი ახალი კარგის მომტანია.

Next page